ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ლიგა 2-ის 32-ე ტურში ლიდერ „ტრუას“ უმასპინძლა და ჩვენიანისთვის უიღბლო მატჩი გამოდგა: ქართველმა თავდამსხმელმა მხოლოდ 16 წუთი ითამაშა და ტრავმის გამო ნაადრევად გავიდა.
ზურიკომ მარჯვენა ტერფი დაიზიანა და შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს.
უზურიკოდ „სენტ ეტიენს“ გაუჭირდა და თამაში „ტრუამ“ მოიგო – 3:0.

სენტ ეტიენი – ტრუა 0:3
გოლები: 0:1 იფნაუი (53), 0:2 ბენტაიები (89), 0:3 დეტურბე (90+6)
„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 2 ტურით ადრე 57 ქულით მე-3 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 2 მაისს, სტუმრად „როდეზთან“ ჩაატარებს.
64 ქულით ლიდერი „ტრუაა“, 58 ქულით მეორეა „ლე მანი“. ლიგა 1-ში პირდაპირ ორი გუნდი გადადის.
