ჩაკვეტაძის გარღვევა, საგოლე პასი და უოტფორდის გამარჯვება

გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და „უოტფორდს“ გამარჯვებაში დაეხმარა, რომელმაც აუტსაიდერი „ლუთონი“ დაამარცხა – 2:0.

ჩვენიანი ძირითადში იყო და თამაშის ბოლოს, მეხუთე დამატებულ წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

მეორე გოლი 23-ე წუთზე ჩაკვეტაძის დამსახურება იყო. დრიბლინგით გასცდა მეტოქეებს და ბურთი კარგ პოზიციაში მყოფ კაიემბეს ოსტატურად გადააწოდა.
ეს მისი მე-6 შედეგიანი გადაცემაა მიმდინარე სეზონში (პლუს 2 გოლი).

შეფასებები: Flashscore – 7.6; Sofascore – 7.3; Whoscored – 7.6.

უოტფორდი – ლუთონი 2:0
გოლები: 1:0 დელე-ბაშირუ (11, პენ), 2:0 კაიემბე (23)

„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 48 ქულით მე-9 ადგილზეა, პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება და 1 მარტს სტუმრად „სტოკს“ შეხვდება.

Watford FC Season. 2024-25 The Championship 23/02/2025 Pic Alan Cozzi Archive Vicarage Road Stadium, Watford Watford v Luton Town Tom Dele-Bashiru of Watford scores penalty 1-0

მსგავსი ამბები