ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს, რაც გასაკვირი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან ქართველი ნახევარმცველი საერთოდ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, თანაც ზედიზედ მესამედ.
სიმბოლური თერთმეტეული პრეზიდენტების, მენეჯერების, მწვრთნელებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად შედგა.
3-5-2 სქემაში კიტეიშვილი შემტევი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეა.
ახლახან დასრულებული ჩემპიონატი 61-წლიანი პაუზის შემდეგ, ცოტა არ იყოს და მოულოდნელად, ლასკ-მა მოიგო და სიმბოლურში ამ გუნდის ერთბაშად 6 ფეხბურთელი მოხვდა.
კიტეიშვილის “შტურმი” მეორე ადგილზე გავიდა და გრაცელებიდან მხოლოდ ოთარია სეზონის გუნდში.

