ხვიჩა საფრანგეთის ჩემპიონია: საგოლე პასი, მაღალი შეფასებები და ორი ტოპ ლიგა

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ეს ამბავი გარდაუვალი იყო, პარიზულმა კლუბმა 28-ე ტურში გაინაღდა პირველობა და ამაში ქართველის წვლილიცაა. ჩვენიანმა საგოლე პასი გააკეთა და ამ ერთადერთი ბურთით დაამარცხა პსჟ-მ „ანჟე“.

ხვიჩა ტრადიციულად აქტიურობდა, ფლანგებს იცვლიდა, სახიფათო პასებს არიგებდა.

55-ე წუთზე ხვიჩამ მცველს ბურთი აართვა და საჯარიმოში დეზირე დუე მონახა, რომელმაც თავური დარტყმით გაიტანა.

ხვიჩას შეფასებები საკმაოდ მაღალია: Flashscore – 8.3; Sofascore – 8.7; Whoscored – 8.6.

კვარაცხელიას ანგარიშზე სამი საგოლე პასია, პლუს 2 გოლი.
ყველა ტურნირზე კი 16 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი მეცამეტედ გახდა (ზედიზედ მეოთხედ), ხოლო კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ტოპ 5 ლიგიდან ორის (იტალია, საფრანგეთი) ჩემპიონია.

პსჟ – ანჟე 1:0
გოლი: დუე (55)

პსჟ 9 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები