ხვიჩამ პირველი საგოლე პასი გააკეთა, პსჟ-მ სტუმრად მოიგო

ლიგა 1-ის მე-9 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ სტუმრად „ბრესტი“ დაამარცხა – 3:0. ჩვენიანი ძირითადიშ იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

ხვიჩამ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა.

39-ე წუთზე კვარაცხელიამ პირით ხაზთან ლამაზი ფინტით მცველი ჩამოიშორა, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა ჰაკიმის საგოლე პასი გაუკეთა და პირველი ასისტიც მიითვალა.

პსჟ 20 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და 29 ოქტომბერს სტუმრად „ლორიენს“ შეხვდება.

შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 6.1; Whoscored – 7.2.

ბრესტი – პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ჰაკიმი (29), ჰაკიმი (39), 0:3 დუე (90+6)
გამოუყენებელი პენალტი: დელ კასტილიო (58, ბრესტი)

პსჟ 20 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და 29 ოქტომბერს სტუმრად „ლორიენს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები