წიტაიშვილი კიევში არ დაბრუნდება და თავისუფალი აგენტი გახდება

გიორგი წიტაიშვილი უკრაინაში დაბრუნებაზე უარს ამბობს და კიევის „დინამოს“ სავარაუდოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წიტაიშვილი იჯარით ფრანგულ „მეცში“ თამაშობს, სადაც ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელით ბევრი გუნდია დაინტერესებული: „ლაციო“, „ნაპოლი“, „ვილიარეალი“, „ლილი“, „ლიონი“…

აღსანიშნავია ისიც, რომ 25 წლის ფეხბურთელს კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და გუნდის უფასოდ დატოვებს.

მსგავსი ამბები