ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურშია

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
რჩეული ფეხბურთელები თავად უეფას ოფიციალურმა გვერდმა გამოავლინა.

„მონაკოსთან” ფრედ (2:2) დასრულებულ 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში პსჟ-ს ქართველმა 66-ე წუთზე გოლი გაიტანა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

კვირის საუკეთესო ფეხბურთელად „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ალექსანდერ სიორლოტი აღიარეს, რომელმაც „ბრიუგესთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მეკარე: იან ობლაკი (ატლეტიკო)

მცველები: დავიდე ძაპაკოსტა (ატალანტა), ოდინ ბიორტუფტი (ბოდო გლიმტი), ედმონდ ტაპსობა (ბაიერი), უესტონ მაკენი (იუვენტუსი)

ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), სანდრო ტონალი (ნიუკასლი), ორელინ ჩუამენი (რეალი), იენს ჰეუგე (ბოდო გლიმტი)

თავდამსხმელები: ალექსანდერ სიორლოტი (ატლეტიკო), ვიქტორ ოსიმენი (გალათასარაი)

მსგავსი ამბები