გიორგი გოჩოლეიშვილმა “ჰამბურგი” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, თანაც შეუცვლელად ლევერკუზენის „ბაიერთან“ გამოტოვებულ საშინაო მატჩში – 0:1.
ქართველი მცველი ძირითადში თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მარცხენა ფლანგზე ითამაშა.
შეფასებები: Flashscore – 6.3; Sofascore – 7.0; Whoscored – 6.5.
ჰამბურგი – ბაიერი 0:1
გოლი: კოფანი (73)
„ჰამბურგმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, 24 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-11 ადგილზეა და 7 მარტს „ვოლფსბურგს“ შეხვდება გასვლაზე.
