ფოტო: იამალი ვარდებში ჩაეფლო და მცველებს დაემუქრა – ახალი პირადი ბუცები ადიდასისგან

Adidas-მა ოფიციალურად წარადგინა ლამინ იამალის ახალი საფირმო ბუცები – მისი მესამე მოდელი.

ახალ F50-ს „Heartbreaker“ (გულისმსხვრევა“) ჰქვია, რაც მინიშნებაა, რომ იამალი „გულებს ატკენს“ მცველებს.
ბუცი შესრულებულია თეთრ-შავ-წითელ გამაში, დამშვენებულია ვარდების გრაფიკით, ხოლო ქუსლზე ვარდის სიმბოლოს გარშემო წარწერაა Football’s heartbreaker.

დიზაინი შთაგონებულია წმინდა გიორგის დღით, ბარსელონაში სიყვარულისა და წიგნების ტრადიციული დღესასწაულით.

იამალმა მონაწილეობა მიიღო განსაცვიფრებელ ფოტოსესიაში, სადაც ის ფაქტობრივად ვარდებშია ჩაფლული.

ამ ბუცის ფასი 260 ევროა.

მსგავსი ამბები