კვარაცხელია თავდაჯერების ძიებაში: ხშირად მარჯვენა ფლანგზეა გამომწყვდეული – რას წერენ ხვიჩაზე

“ხვიჩა კვარაცხელია თავდაჯერების ძიებაში” – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს ხვიჩა კვარაცხელიაზე პოპულარული ფრანგული გამოცემა “ეკიპი”. სტატია ეძღვნება “პარი სენ-ჟერმენში” ქართველი “ვინგერის” სადღეისო მდგომარეობას:

“ხშირად მარჯვენა ფლანგზეა გამომწყვდეული. მისი დარტყმები ზოგჯერ არაზუსტია. თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს. თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ არის ამ ყველაფერში განიალური გარემარბის დანაშაული.

გასულ სეზონში, რომელიც ისტორიული იყო “პარი სენ-ჟერმენისთვის”, ქართველი ახალწვეულის როლზე მრავალჯერ დაიწერა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ფრანგულ კლუბში 2025 წელს 70 მილიონ ევროდ ნაყიდი კვარაცხელია გუნდში მუდმივად თამაშობდა.

წელს კი, იმ ბრალდების მიუხედავად, რომ ქართველი თამაშებს ახარისხებს მნიშვნელობის მიხედვით, ეს შთაბეჭდილება ნაკლებად მკაფიოა. კვარაცხელიას, ვისაც გენიალური გაელვებები შეუძლია (შედევრი “ატალანტასთან”) ნორმალური სტატისტიკის მიუხედავად (9 გოლი, 6 “ასისტი”), სტაბილურობა მაინც აკლია.

დებატებს იწვევს მისი სათამაშო პოზიცია. ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში ლუის ენრიკემ შეტევის მარცხენა ფლანგზე ბრედლი ბრკოლას დაყენება არჩია. ეს კვარაცხელიას ხარჯზე მოხდა, რომელიც მარჯვნივ გაამწესეს. ეს არის სადავო გადაწყვეტილება იმ მოთამაშის სასარგებლოდ, რომელსაც ერთი წელია, ჩემპიონთა ლიგაში გოლი არ გაუტანია.

ეს არ აძლევს საშუალებას “ნაპოლის” ყოფილ შემტევს, ბოლომდე აჩვენოს ის ფინტები და დრიბლინგი, რასაც ის ის ფლობებს. მაგრამ ფლობს მარცხენა ფლანგზე”, – წერს ავტორიტეტული ფრანგული წყარო.

lelo.ge

მსგავსი ამბები