საქართველომ რუმინეთს მოუგო და ფინალში გავიდა: ანთიმოზ ივერიელის თასიც ჩვენია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა! ბორჯღალოსნებმა ტრადიციული მეტოქე, რუმინეთი დაამარცხეს – 53:30.
ამავდროულად, საქართველომ მოიგო ანთიმოზ ივერიელის თასიც…

ფინალი 15 მარტსაა, მადრიდთან ახლოს, ლეგანესში.
საქართველო ესპანეთსა და პორტუგალიას მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.

ანაგარიში ჯარიმით რუმინეთმა გახსნა, რასაც ჩვენც ზუსტი ჯარიმით ვუპასუხეთ. პირველ ტაიმში სტუმრებმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ ბორჯღალოსნებმა ორი ლელოთი უპასუხეს (მეტრეველიდა ტაბუცაძე) და პირველი ტაიმი საქართველომ 15:9 მოიგო.

მეორე ტაიმი ჩვენების უპირატესობით წარიმართა და 6 ლელო დავდეთ. აქედან ერთი მიხეილ შიოშვილმა, რომელსაც დღეს დებიუტი ჰქონდა.

საქართველო – რუმინეთი 53:30

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 21. მიხეილ შიოშვილი (ტულონი); 22. მიხეილ ალანია (ორიაკი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

ლელო: მეტრეველი, ტაბუცაძე, საღინაძე, ჯალაღონია, მატკავა, შიოშვილი, კახოიძე, საჯარიმო ლელო
გარდასახვა: აბჟანდაძე (4)
ჯარიმა: აბჟანდაძე

საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს და თან მეოცედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის 2002 წლიდან თამაშდება.

მსგავსი ამბები