ზურიკო დავითაშვილი თებერვალში ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრეტენდენტებს შორისაა.
ჯილდოზე ჩვენიანის კონკურენტები არიან: ტაუფიკ ბენტაები („ტრუა“) და ფამარა დიედჰიუ („კლერმონი“).
დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მის ანგარიშზე 14 საგოლე მოქმედებაა (11 გოლი და 3 ასისტი), რაც გუნდში საუკეთესო შედეგია.
ზურიკომ თებერვალში 3 გოლი გაიტანა, ბოლო ტურში, „რედ სტართან“ კი საგოლე პასი გააკეთა.
გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელი ლიგის გვერდმა ტურის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის შეიყვანა.

