კარგი მარტო მამარდა იყო: ენფილდზეც მან უნდა ითამაშოს

გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ შანსი მიეცა და მანაც გამოიყენა. თანაც როგორ მნიშვნელოვან შეხვედრაში: ჩემპიონთა ლიგაზე და თან ჯოჯოხეთად წოდებულ სტადიონზე, სტამბოლში „გალათასარაისთან“.

დაცვის სუსტი თამაშის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ გოლიც ვერ გაიტანეს, მამარდას გუნდში საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, რომლის აქტივში სამი სეივია.

ქართველი მეკარე This Is Anfield-მა გამოარჩია და პირდაპირ დაწერა, რომ გამორჩეული მხოლოდ მამარდაშვილი იყო:

„10-დან 8-ქულიანი შეფასებით საუკეთესო მამარდაშვილი გახლდათ, რომელმაც პირველ ტაიმში რამდენიმე ბურთი შესანიშნავად მოიგერია. ნერვიულობდა, რაც გასაკვირი არც არის, მით უმეტეს ამხელა ზეწოლის პირობებში, თან, როცა დაცვა არადამაჯერებლად თამაშობდა. ჩვენი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა თავი“.

შედარებისთვის, სობოსლაის და ეკიტიკეს 6-იანები დაუწერეს, სხვებს უფრო დაბალი და ამითაც ადვილი მისახვედრია როგორ ფასობს მამარდას 8-იანი.

მამარდამ კარგად ითამაშა და საუკეთესოდაც დაასახელეს: ლივერპულმა სტამბოლში წააგო

ქართველი მეკარის თამაშით კმაყოფილი „ლივერპულის” გულშემატკივრებიც არიან და კომენტარებს სოციალური ქსელში წერენ.

„მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, მადლობა”.

„მამარდაშვილი ერთადერთია, ვისაც თავის აწევა შეუძლია”.

„ძალიან სოლიდური იყო”.

„მაგარი ჩაატარა და შეცდომა არ დაუშვია”.

„განმეორებით მატჩშიც ის უნდა იყოს ძირითადში”.

მსგავსი ამბები