ხვიჩა ლიგაზე კვირის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტია: მივცეთ ხმა უეფას გვერდზე

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მაგარი მატჩი ითამაშა: შეცვლაზე შევიდა, საგოლე პასი გააკეთა, ორი გოლი გაიტანა და პსჟ-ს 5:2 მოაგებინა „ჩელსისთან“. უეფამ ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

მეტიც, ხვიჩა მერვედფინალის პირველი მატჩების საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტიცაა.
თუმცა კონკურენცია სერიოზულია, რადგან ფედერიკო ვალვერდეს ჰეთ-თრიქით „რეალმა“ „სიტი“ დაამარცხა.

მათ გარდა, უეფამ გამოარჩია მიუნხენის „ბაიერნის“ ვინგერი მაიკლ ოლისე (ორი გოლი და ასისტი „ატალანტასთან“ 6:1 მატჩში) და
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ხულიან ალვარესი, რომელსაც ასევე დუბლი და ასისტი აქვს „ტოტენჰემთან“ 5:2 შეხვედრაში.

ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

მსგავსი ამბები