საქართველომ ისრაელთან ამხანაგურ მატჩში 2:2 ითამაშა. ჩვენები ორი ბურთით იგებდნენ, თითქოს გამარჯვებისკენ უნდა წაეყვანათ თამაში, მაგრამ სტუმრებმა მოკლე მონაკვეთში გაქვითეს და მეტიც შეეძლოთ.
ერთი საათი ძალიან კარგები ვიყავით: სანიოლი ფიქრობს, რომ სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით
შეხვედრა მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთმელმა შეაფასა.
რან ბენ შიმონი:
„ფრეს ვიმსახურებდით, შესაძლოა, მოგებასაც კი. მეტოქეზე უკეთესი ვიყავით და თამაშს ვაკონტროლებდით . როდესაც გოლს უშვებ, არ უნდა დანებდე. საერთო ჯამში, კარგი მატჩი ჩავატარეთ.
შესაძლოა, პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების მიმართ ზედმეტი მოკრძალება გამოვიჩინეთ.
საქართველოს ნაკრები სწრაფ თამაშზეა ორიენტირებული, ჩვენ კი ბურთის ფლობაზე ვაკეთებთ აქცენტს. ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ისრაელის ნაკრებმა ხასიათი გამოავლინა.
ახლა ჩვენთვის რთული პერიოდია და მნიშვნელოვანი იყო ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ნებისმიერ მომენტში ყველაფერს აკეთებს.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის“.
