საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან მატჩში გამარჯვება ხელიდან გაუშვა. კვარაცხელია ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლებით 2:0 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა მალევე გაანიავა და ახალი კაპიტნის გოლები ამაო გამოდგა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად საქართველოს ნაკრების ახალმა კაპიტანმა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„შეიძლება, ის ხარისხი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვინდოდა, თუმცა ყველა მაქსიმალურად ცდილობდა. თამაშს დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან ბევრი შეცდომა დავუშვით. ვმუშაობთ, რათა ახალი რაღაცები დავამუშავოთ სექტემბრის მატჩებისთვის და ალბათ მომენტებში ბევრი შეცდომა დავუშვით.
ვფიქრობ, გუნდმა დადებითიც აჩვენა, ვფიქრობ, გუნდმა იმ ასპექტებში, რომელზეც ვმუშაობთ, დადებითიც აჩვენა და ეს ძალიან მიხარია. ვაგრძელებთ განვითარებას და იმედია, მივალთ დასახულ მიზნამდე. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან უფრო მეტი მოგვეთხოვება. ეს გულშემატკივრები მეტს იმსახურებენ.
ყველაფერი წინ არის, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ დეტალებზე, რომლებიც დასახვეწი გვაქვს და, ჩემი აზრით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა. გულშემატკივარს ვთხოვ, უბრალოდ დაგველოდონ.
ყოველთვის დიდი მოტივაციაა, როდესაც საქართველოში ვთამაშობთ. მიხარია ორი გოლის გატანა რომ მოვახერხე, მაგრამ ასევე დამწუხრებული ვარ, რადგან ვერ მოვიგეთ.
ნაკრების კაპიტნობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ძალიან დიდი მოტივაციას მმატებს, რადგან თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი უნდა იყო როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ“.
