ჯერ კიდევ „ვალენსიაში“ თამაშის დროს იწერებოდა, რომ გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასულიყო, სადაც სლოვენიელი იან ობლაკი კარიერის ბოლო პერიოდს ითვლის. ეს საქმე მაშინ არ გამოვიდა, რადგან ობლაკი დარჩა და ის კი ნამდვილად ხელშეუხებელია გუნდში.
სამაგიეროდ, ეს საკითხი ისევ გააქტიურდა და ესპანური პრესა ისევ ალაპარაკდა, რომ ობლაკის შემცვლელი შესაძლოა სწორედ ქართველი მეკარე გახდეს.
არ არის გამორიცხული 33 წლის ობლაკი საუდის არაბეთში წავიდეს. ამასობაში კი „ატლეტიკო“ „ლივერპულის” 25 წლის სათადარიგო მეკარის საკითხს სწავლობს.
მამარდაშვილი სამი წელი თამაშობდა ლა ლიგაში და „ვალენსიის“ კარის დარაჯი ერთ-ერთი საუკეთესოც იყო თავის პოზიციაზე.
