ყველაზე მაგარ ტურნირზე განსხვავებული მენტალიტეტია საჭირო: ლუის ენრიკემ კვარა აქო

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველი ვარსკვლავის წვლილი დიდია: საუცხოო გოლის გარდა ხვიჩამ ისე ითამაშა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ქართული დღე ევროპაში: ხვიჩა მატჩის საუკეთესოა, მამარდა თავის გუნდში – პსჟ-მ ლივერპულს მოუგო

ჩვენიანი თამაშის შემდეგ შეაქო მთავარმა მწვრთნელმა.
ლუის ენრიკე:

„კვარა ყველა ტურნირზე გამორჩეულია. ის ახალგაზრდაა, თუმცა უკვე დიდი გამოცდილება აქვს.
ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ყოველთვის განსხვავებული მენტალიტეტია საჭირო“.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას 8 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.
ის პლეი-ოფში ზედიზედ სამჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

მსგავსი ამბები