გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ პრემიერლიგის 32-ე ტურში „ფულჰემს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად მოიგო – 2:0.
ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა და ბურთი 4-ჯერ მოიგერია, აქედან ორი რთული.
ეს მეორე მშრალი მატჩია მამარდასთვის პრემიერლიგაში და ჯამში მესამე.
შეფასებები: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.4; Whoscored – 7.7.
მამარდაშვილმა „ლივერპულში“ ყველა ტურნირზე მე-16 მატჩი ჩაატარა.
ლივერპული – ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 ნგუმოა (36), 2:0 სალაჰი (40)
„ლივერპული“ 52 ქულით მე-5 ადგილზეა და 14 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა ელოდება შინ ხვიჩას პსჟ-სთან.
ესეც ვთქვათ:
სალაჰმა პრემიერლიგაში (პენალტების გარეშე) გოლი + პასის სისტემით 250 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ უეინ რუნის (288), რაიან გიგზს (269), ალან შირერს (268) და ენდი კოულს (258) ჩამორჩება.
17 წლის რიო ნგუმოა ყველაზე ახალგაზრდაა (17 წლის, 225 დღის), ვისაც „ლივერპულის“ მაისურით გოლი გაიტანა. მან რაჰიმ სტერლინგს აჯობა (17 წელი და 317 დღე).
“ლივერპულმა” 1500-ე საჩემპიონო მატჩი მოიგო “ენფილდზე”.
