თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ეფექტურად და გამარჯვებით დაასრულა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.
დასაწყისში ლი[არტელიანმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც მიამატა.
იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპა მოიგო.
ეთერ ლიპარტელიანმა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონი – 2016 ვანტა, ფინეთი
ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი – 2019 ვანტა, ფინეთი
23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი – 2019 იზვჰერკსი, რუსეთი
ევროპის ჩემპიონი – 2026 თბილისი, საქართველო





