გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ 33-ე ტურში მერსისაიდულ დერბიში „ევერტონს“ ახალ სტადიონზე ეწვია და სულ ბოლოს, მე-100 წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი – 2:1.
ქართველი მეკარე ძირითადში იყო, მაგრამ გოლის ეპიზოდში დაშავდა და შესაცვლელი გხდა.
54-ე წუთზე „ევერტონის“ თავდამსხმელი ბეტო ქართველ მეკარეს შეეჯახა და მუხლი დაუზიანა. მამარდაშვილი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
მანამდე კი გიორგიმ იმავე ბეტოს თავური და გარნერის ჯარიმიდან დარტყმული მოიგერია, ხოლო ერთი გაშვებული გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
შეფასებები: Flashscore – 7.1, Sofascore – 6.9, Whoscored – 6.3.


ევერტონი – ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 სალაჰი (29), 1:1 ბეტო (54), 1:2 ვან დეიკი (90+11)
„ლივერპული“ 55 ქულით მე-5 ადგილზეა და 25 აპრილს „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.
