არ მესმის, ასე რატომ ხდება: ზურიკო თვითკრიტიკულია

ყველასათვის მოულოდნელად, საფრანგეთის ლიგა 2-ის განვლილ ტურში “სენტ ეტიენი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბასტიასთან” დამარცხდა (0:2). ამ წაგებით, “მწვანეებმა” შეწყვიტეს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია. თამაშის შეფასებისას, “სენტ ეტიენის” ქართველი ლიდერი, ზურიკო დავითაშვილი, თვითკრიტიკული გახლდათ.

“ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი მიმდინარე სეზონში. დასაწყისშივე გავუშვით გოლი და ამის მერე ვეღარ ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი. ლიგა 2 ისეთი ტურნირია, სადაც ყველა შეხვედრაში 100 პროცენტით უნდა დაიხარჯო და გამოავლინო მატჩისადმი სწორი დამოკიდებულება.

ამ თამაშში ჩვენ სწორედ ეს დაგვაკლდა. ახლა ეს უნდა დავივიწყოთ. “სენტ ეტიენი” შესანიშნავი გუნდია. მას შეუძლია სამივე დარჩენილი თამაშის მოგება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად.

არ ვიცი, რატომ ვიწყებთ თამაშებს ასე ცუდად. ყოველთვის ვეუბნებით ერთმანეთს, რომ კარგად უნდა დავიწყოთ, მაგრამ ვერ ვხვდები, რა ხდება ამის შემდეგ. ეს აღარ უნდა განმეორდეს”, – თქვა ზურიკომ, რომლის მონაგარი ამ ჩემპიონატში 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

lelo.ge

მსგავსი ამბები