ზურიკო პრემიერლიგაში? ევერტონი საჭირო ფულს იხდის – ჩვენც გვინდა ხვიჩას მსგავსიო

ზურიკო დავითაშვილის ახალ გუნდზე საუბრები კიდევ უფრო აქტიური ხდება და ბოლოს 6 დაინტერესებული გუნდის სახელიც გაჟღერდა. ერთი მათგანი პრემიერლიგური „ევერტონია“. ახლა კი დაწერეს, რომ მერსისაიდული კლუბი მზადაა არც თუ მცირე თანხა გაიღოს ქართველ შემტევში.

ზურიკოს 6 გუნდი ელოდება: თუ დარჩა წავა, თუ გადავა?…

მოგეხსენებათ, ზურიკოს „სენტ ეტიენს“ ლიგა 1-ში გადასასვლელი ფინალური პლეი-ოფი ელოდება „ნიცასთან“ და ყველა ამ შედეგს ელოდება. თუ გუნდი ლიგა 2-ში დარჩა, მაშინ დავითაშვილის ტრანსფერი უფრო გამარტივდება და მერე არც „სენტ ეტიენი“ შეუშლის დიდად ხელს წასვლაში.

კლუბს იმედი აქვს, რომ სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მაინც მიიღებს. „ევერტონზე“ კი 13 მილიონი ფუნტი ითქვა, რაც პრინციპში იგივე თანხაა.

„ევერტონის“ შესახებ მწერალი საიტი ადასტურებს ამ ინტერესს და ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი უნარების მქონე მისი თანამემამულის შეძენა საჭირო საქმეა.

შეგახსენებთ, დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი ამბები