ხვიჩა ყველაზე ძვირია მათ შორის, ვინც მსოფლიოზე ვერ წავიდა: ძვირადღირებულების სიმბოლური ნაკრები

მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი აირო და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, დიდ ფორუმს აკლდებიან ესა თუ ისე მაგარი ფეხბურთელები. წელსაც ასეა და ბევრ კარგ ფეხბურთელს ვერ ვნახავთ იმის გამო, რომ მათი ნაკრები გუნდები ვერ მოხვდნენ მუნდიალზე ან თავად არიან ტრავმირებული.

ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიას ფასი ყველაზე მაღალია ასეთ მოთამაშეებს შორის.

ყველაზე ძვირადღირებული იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები, რომლებიც მუნდიალზე არ არიან, ასე გამოიყურება:

მეკარე: დონარუმა (იტალია) – 45 მლნ ევრო

დაცვა: ბასტონი (იტალია) – 65 მლნ, კალაფიორი (იტალია) – 55 მლნ, ტიმბერი (ნიდერლანდები) – 70 მლნ, დიმარკო (იტალია) – 50 მლნ

ნახევარდაცვა: ფერმინი (ესპანეთი) – 100 მლნ, სობოსლაი (უნგრეთი) – 100 მლნ, პალმერი (ინგლისი) – 100 მლნ, კვარაცხელია (საქართველო) – 140 მლნ

თავდასხმა: ოსიმენი (ნიგერია) – 75 მლნ, შეშკო (ჩეხეთი) – 75 მლნ

მსგავსი ამბები