დათო ტურაშვილი: გული მწყდება, რომ მსოფლიოს ვერ ვანახეთ ხვიჩა კვარაცხელია – ნიჭი ყველაზე მეტი ჩვენ გვაქვს, მაგრამ ხშირად ჭუა არ გვყოფნის

მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი გადაცემის სტუმარი იყო ცნობილი მწერალი დათო ტურაშვილი. გადაცემის აუდიოჩანაწერის მოსმენა აქვე შეგიძლიათ.

დათო ტურაშვილი:

  • დედამიწაზე მილიონობით ფეხბურთის მოყვარულია და მთელ მსოფლიოს ვერ ვანახეთ ხვიჩა კვარაცხელია;
  • ის დავკარგეთ რაც გვქონდა ევროპის ჩემპიონატზე და პროგრესის ნაცვლად, რეგრესისკენ წავედით;
  • ჩვენი მთავარი პრობლემა ხომ იცით ქართველების, ყველაფერში, ფეხბურთში, სოფლის მეურნეობაში, ეკონიმაკაში, ბრძოლაში – სტაბილურად არ შეგვიძლია ვიბრძოლოთ. ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ესპანეთი დავამარცხოთ, დიდგორი მოვიგოთ, მაგრამ ყოველდღე რომ ვიბრძოლოთ, ეგ არ შეგვიძლია;
  • ნიჭი ყველაზე მეტი ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჭუა არ გვყოფნის ხშირად. კვარაცხელია იმიტომ არის ასეთი მაგარი მოვლენა, რომ მიხვდა, ნიჭს თუ არ გამოიყენებ, გინდ გქონია გინდ არა;
  • არაფერია შეუძლებელი თუ მოვინდომეთ…

აუდიოჩანაწერი

მსგავსი ამბები