ბუდუ ბოლოს შეცვალეს: ჰაიდენჰაიმმა მოიგო და გადარჩენის შანსი გაუჩნდა

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის ბოლოსწინა, 33-ე ტურში სტუმრად „კიოლნს“ შეხვდა და მოუგო – 3:1.

ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუმ 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

შეფასებები: whoscored – 6.7, sofascore – 6.6, Flashscore – 6.2.

კიოლნი – ჰაიდენჰაიმი 1:3
გოლები: 0:1 შეპნერი (8), 1:1 ბიულტერი (10), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (28), 1:3 შეპნერი (73)

„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო სამ შეხვედრაში 7 ქულა აიღო (აქედან ერთი უშუალო კონკურენტ „სანკტ პაულის“ მოუგო) და რადგან ამასობაში კონკურენტებმა ქულები დაკარგეს, ბოლო ტურის წინ გადარჩენის შანსი გაუჩნდა.

გუნდი ამჟამად ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მაგრამ მის წინ მდგომ „ვოლფსბურგსაც“ და ბოლოზე მყოფ „სანკტ პაულისაც“ 26-26 ქულა აქვთ.

ბოლო ტურში, 16 მაისს „ჰაიდენჰაიმი“ შინ უმოტივაციო „მაინცს“ ეთამაშება, ხოლო კონკურენტები ერთმანეთში თამაშობენ „სანკტ პაულის“ მოედანზე.
„ჰაიდენჰაიმს“ მათი ფრე აწყობს, ან „სანკტ პაულის“ მოგება მცირე სხვაობით და თავად უკეთესი ანგარიშით მოგება თავი რომ დაიზღვიოს.
მოკლედ, მე-16 ადგილის შანსი რეალური გახდა, რაც მეორე ბუნდესლიგის მესამე გუნდთან გადათამაშებას ითვალისწინებს.

მსგავსი ამბები