ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ვარჯიშის დროს შავადა. მან თავად გააზიარა ვიდეო, სადაც აღნიშნავს, რომ სპარინგის დროს ცხვირში მეტოქის მუხლი მოხვდა.
„რა კარგი დღე იყო და რა სულელური შემთხვევა მოხდა. 12 წლის შემდეგ, ცხვირი კიდევ უარესად დავაზიანე. როგორც ხედავთ, ჩემი ცხვირი ახლა კიდევ უფრო დაგრეხილია. ვგრძნობ, რომ ძვლები მაქვს გატეხილი და ცალ მხარეს სუნთქვაც არ შემიძლია. ვეცდები ცხვირის ოპერაცია გავიკეთო. პირველად ცხვირი პროფესიონალურ დებიუტში მოვიტეხე. ახლა კი, უბრალოდ სპარინგი იყო“, – აღნიშნა ჩემპიონმა.
მოგვიანებით დვალიშვილმა რენტგენის შედეგებიც გაასაჯაროვა:
„რენტგენმა აჩვენა, რომ ცხვირი ორ ადგილას მაქვს გატეხილი. ახლახან ვიყავი ქირურგთან და მან მითხრა, რომ თუ ცხვირს გამისწორებს, სხვა ძვლებიც თავიდან უნდა გამიტეხოს და ამას კიდევ ერთი წელი დასჭირდება. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ მინდა.
მითხრა, ასე დარჩეს და პენსიაზე გასვლის შემდეგ ოპერაცია გაიკეთეო, რაზეც ვუთხარი, რომ პენსიაზე მომდევნო 20 წლის განმავლობაში გასვლას არ ვაპირებ. ასე რომ, ამ კიდევ უფრო მეტად გატეხილ ცხვირს დავიტოვებ. სულ ეს არის. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი“.
