ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალს ითამაშებს შინ „ბაიერნთან“. დღეს, ანუ მატჩის წინა დღეს, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა და ლუის ენრიკემ თან სწორედ ქართველი ვარსკვლავი იახლა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„მიყვარს ფეხბურთი და მოედანზე ყოფნა. ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ კარგი რაღაცეების კეთებას.
დაცვაში თამაში გავაუმჯობესე. ლუის ენრიკეს გუნდში, დაცვაში მცველივით უნდა ითამაშო.
მარადონასთან შედარება ძალიან მაგარია. ეს ნეაპოლში დაიწყო. ამით ძალიან ვამაყობ, თუმცა რთულიცაა, რადგან საკუთარი თავის დამტკიცება და შესაბამისად ცხოვრება გიწევს.
ახლა კარგ ფორმაში ვარ და ეს გუნდის დამსახურებაა. ერთად ფანტასტიკური რაღაცები გავაკეთეთ და მეც ამ კოლექტივის ნაწილი ვარ.
გასულ სეზონში ბევრი მატჩის გამართვა მოგვიხდა და ამის გამო სეზონის დასაწყისში ცოტა დაღლილები ვიყავით. თუმცა, ახლა ბევრად უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში ვართ.
დარტყმებზე ბევრს ვმუშაობ. ეს მეტოქეზეც არის დამოკიდებული. ამაზე ვარჯიშებზე და შეხვედრებშიც ყოველდღე ვმუშაობ.
“ბაიერნთან” ძირითადი ეტაპის მატჩი მახსოვს. მათსავით კარგად ვერ ვითამაშეთ, ტრავმირებულებიც გვყავდა. თუმცა მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება და მათი დამარცხება შეგვეძლო. ხვალ ერთმანეთს ევროპის ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება.
ხვალ ერთმანეთს ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება. ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორი რთული იქნება. მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია. თუმცა, ჩვენ არავის გვეშინია. ყველაფერი გამოგვივა თუ შევძლებთ საკუთარი ფეხბურთის თამაშს. ძალიან მოტივირებული ვართ.
კარგია, რომ პირველი შეხვედრა შინ გვაქვს. საოცარი გულშემატკივრები გვყავს. ვიცით, რომ ქომაგები ბრწყინვალე ატმოსფეროს შექმნიან და ჩვენც ვიბრძოლებთ. ისინი ჩვენთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ“.

პსჟ-სა და „ბაიერნის” მატჩი ხვალ, 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
