გადმოვა სანდრო ევროპაში? მამუკელაშვილს პაო იწვევს

სანდრო მამუკელაშვილს „სან ანტონიო სპურსთან“ კონტრაქტი ამოეწურა. სად გააგრძელებს 26 წლის ქართველი ცენტრი კარიერას? შესაძლოა ჩვენიანი ევროპაში დაბრუნდეს და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მივიდეს.

მამუკელაშვილის დამატება ძალიან უნდა „პანათინაიკოსს“.

სანდრომ გასულ სეზონში NBA-ში 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 6.3 ქულას და 3.1 მოხსნას აგროვებდა.

„პანათინაიკოსი“ ევროლიგის 7-გზის გამარჯვებულია, რომელსაც შარშან ქართველი ფორვარდის დამატება არ გამოუვიდა.

მსგავსი ამბები