კიტემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა

ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილი „შტურმი“ მე-19 ტურში სტუმრად „ტიროლთან“ დამარცხდა – 0:1.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ერთ-ერთმა ლიდერმა 42-ე წუთზე ტრავმა მიღო და შესაცვლელი გახდა. ოთარმა სავარაუდოდ კუნთი დაიზიანა. თუმცა ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია დაზიანება, კიტეიშვილის სამედიცინო გამოკვლევა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

მამაგეიშვილი სათადარიგო იყო.

ტიროლი – შტურმი 1:0
გოლი: ლოურენსი (78)

„შტურმი“ 31 ქულით მე-3 ადგილზეა და 22 თებერვალს „ლინცს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები