მიქაუტაძემ პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ საგოლე პასი მოასწრო

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში„რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და დიდი გართულების გარეშე დაამარცხა – 4:0.

ქართველი ძირითადში იყო და პირველი გოლი მისი პასით გავიდა: 22-ე წუთზე მან მორენოს გაატანინა, რომელმაც 122-ე გოლი გაიტანა და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მიქაუტაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ვილიარეალი – რაიო ვალეკანო 4:0
გოლები: 1:0 მორენო (22), 2:0 მოლეირო (56), 3:0 კომესანია (58), 4:0 პერესი (65)

“ვილიარეალი” 23 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა (სანამ „ბარსა“ ითამაშებს) და მორიგ შეხვედრას 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, “პაფოსის” წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი ამბები