ჩაკვეტაძემ მარტო პირველი ტაიმი ითამაშა, უოტფორდმა ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი”ჩემპიონშიფის 28-ე ტურში შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ “პორტსმუთს“ შეხვდა და ვერ მოუგო – 1:1.

ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო, მაგრამ უკვე შესვენებაზე გამოცვალეს (გოლი სწორედ მის ნაცვლად შესულმა დუმბიამ გაიტანა).

მართალია ერთი ტაიმი ითამაშა, მაგრამ მაინც დასამახსოვრებელი იყო: შუა ხაზში აქტიური იყო და თამაშიც არაერთხელ გაამწვავა. ერთ ეპიზოდში ბურთი კარისკენ წაიღო და შორიდან დაარტყა, ბურთი რიკოშეტის შემდეგ მცირე მანძილით ასცდა კარს.

შეფასებები: Flashscore – 7.3; Sofascore – 6.8; Whoscored – 6.5; bbc – 5.23 (მესამე თავის გუნდში).

უოტფორდი – პორტსმუთი 1:1
გოლები: 0:1 სეგეჩიჩი (73), 1:1 დუმბია (79)

„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 42 ქულით მე-7 ადგილზეა და 24 იანვარს სტუმრად „ბლექბერნს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები