ის სულ უფრო და უფრო ხდება კვარადონა: გამაოგნებელი – მარტო გოლებშიც არ არის საქმე

ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთმა ბრწყინვალე წარმოდგენამ კვლავ მოიცვა და აალაპარაკა საფეხბურთო მსოფლიო. არა მარტო ფრანგული პრესა გადასწვდა ქართველის გენიას და ქათინაურებს არ იშურებენ კვარას მისამართით.

კვარაცხელია ჩვენ ყველას ზღაპარში გვაცხოვრებს… რას წერენ ხვიჩაზე გულშემატკივრები

იტალიურმა Goal Italia-მ ხვიჩას დიდი სტატია მიუძღვნა სათაურით: ის სულ უფრო და უფრო კვარადონა ხდება!

„კვარაცხელიამ პსჟ-ს ლიდერობა საბოლოოდ აიღო საკუთარ თავზე. „ოქროს ბურთზე“ ოცნება აღარ არის უტოპია“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ხვიჩა აღარ არის უბრალოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, არამედ ჩამოყალიბებული, უნივერსალური ჩემპიონია, რომელიც გუნდის თამაშს საკუთარი სურვილით წარმართავს.

Eurosport:
„კვარაცხელია კვარადონას რეჟიმში! კვარაცხელია ბრწყინვალე იყო! ქართველმა მატჩში გარდატეხა შეიტანა და პარიზული გუნდი თამაშში დააბრუნა. მან უმაღლესი დონის პერფორმანსი აჩვენა. ის ბრწყინვალე იყო თავისი შემოქმედებით!”

La Gazzetta dello Sport:
„კეინი გოლების მანქანაა, თუმცა კვარაცხელიას ტალანტი უკონტროლოა!”

ბრიტანულმა The Guardian-მა კვარას პირველ გოლს გამაოგნებელი (astonishing) უწოდა.

BBC Sport:
„კვარაცხელიამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, თავისი საფირმო მოძრაობით ცენტრისკენ შეიწია, მცველები ჩამოიტოვა და ბურთი შორეულ ქვედა კუთხეში ზუსტად მოათავსა. ეს უმაღლესი ინდივიდუალური კლასია!”

GOAL.COM:
„ხვიჩა კვარაცხელია, ამჟამად, მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია!”

CANAL+ Foot:
„კვარამ „პარკ დე პრენსზე“ ცეცხლი კვლავ დაანთო“.

Le Parisien:
„უწოდეთ მას ჩე გე-კვარა – ამბოხის ლიდერი! ის სამყაროს ახალი მონსტრია, რომელიც მეტოქეს ანადგურებს!”

ეს სულ სხვა დონეა: კვარაცხელია ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია – ხვიჩა ლეგენდებს აოცებს

ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ:
„ხვიჩა ჩვენთვის შეუფასებელი ფეხბურთელია. საქმე მხოლოდ მის ტექნიკასა და გოლებში არაა – ის ენერგია, სითამამე და ჟინი, რაც მას მოედანზე შემოაქვს, მთელ გუნდს გადაედება“.

მსგავსი ამბები