ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. მიუნხენში ნათამაშებ 1:1-ში მისი წვლილიცაა, საგოლე პასი სწორედ მას ეკუთვნის.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლიგის პლეი-ოფში კვარამ ყველა შეხვედრაში მოახერხა შედეგიანი მოქმედება ერთი მატჩის გარდა.

ჩემპიონთა ლიგა: ხვიჩას ტურნირი

8 მატჩიდან ქართველმა მხოლოდ „მონაკოსთან” პირველ მერვედფინალურ მატჩში ვერ შეასრულა საგოლე მოქმედება, თორემ დანარჩენ 7-ში გაიტანა 7 გოლი (2 – დუბლი) და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ხვიჩა 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგაზე

ატალანტა – გოლი
ბაიერი – გოლი + პასი
ტოტენჰემი – პასი
სპორტინგი – გოლი
ნიუკასლი – პასი
მონაკო – გოლი
ჩელსი – 2 გოლი + პასი
ჩელსი – გოლი
ლივერპული – გოლი
ლივერპული – პასი
ბაიერნი – 2 გოლი
ბაიერნი – პასი

ხვიჩამ მოიტოვა ხულიან ალვარესი (“ატლეტიკო”, 8), ჰარი კეინი (“ბაიერნი”, 8) და უსწრებს ორ თანაგუნდელს – უსმან დემბელეს (7) და დეზირე დუეს (7).

შესაბამისად, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.

კვარაცხელია ასევე გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში შეასრულა საგოლე მოქმედება.

მსგავსი ამბები