ჩემპიონთა ლიგა: ხვიჩას ტურნირი

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის სტატისტიკა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ: 11 გოლი, 7 საგოლე გადაცემა 2 337 წუთში.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ: 13 გოლი, 7 საგოლე გადაცემა 1 695 წუთში.

ამ სტატისტიკური პარადოქსის ახსნა ფრანგული ლიგის რუტინული მატჩებისთვის მოტივაციის ნაკლებობაა. თუმცა ბუნებრივია ხვიჩას გარემოცვა ამას მუდმივად უარყოფს. თანაც ლუის ენრიკე ნამდვილად არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას აძლევს. მონაცემები კი (პრესინგი და მაღალი ინტენსივობის სირბილი) აჩვენებს, რომ კვარაცხელია ისეთივე მონდომებულია „ოსერისა“ და „ლე ავრის“ წინააღმდეგ, როგორც „ლივერპულისა“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგ.

ხვიჩამ ლიგა 1-ში პირველი შედეგიანი მოქმედება 2025/26 წლების სეზონში მე-9 ტურში და პირველი გოლი მე-12 ტურში გაიტანა. პსჟ-ს სხვა ბევრი მოთამაშის მსგავსად, ქართველს 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის (და მერე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის) დამქანცველი სეზონის შემდეგ მწყობრში ჩადგომა უჭირდა. თუმცა, შემოდგომისთვის კვარაცხელიამ წარმატებით თამაში დაიწყო ჩემპიონთა ლიგაზე. ის შესანიშნავი იყო „ატალანტასა“ და „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანაშემწემ, ადელ შადლიმ, ფრანგულ სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება: „ლიგა 1 ტაქტიკურად და ფიზიკურად რთული ლიგაა, სადაც დაცვა დაბლა დაწეული. იქ შემტევი მოთამაშეებისთვის ადვილი არ არის, თუნდაც პსჟ-ში. ყველამ იცის, რომ ხვიჩას დრიბლინგი შეუძლია, ამიტომ მის წინააღმდეგ, როგორც წესი, ორი, ზოგჯერ სამი მოთამაშე გადადის. მის უკანაც არ არის თავისუფალი ადგილი“.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე ბურთის მფლობელი გუნდია, აქ აშკარად მეტი თავისუფალი სივრცეა, ვიდრე საფრანგეთში. მერვედფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ პსჟ-ს ბურთის ფლობის 55-58% ჰქონდა. მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „ლივერპულთან“ ეს მაჩვენებელი 47% იყო. ნახევარფინალის პირველ მატჩში „ბაიერნთან“ – 43%.

ხვიჩა 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგაზე

ატალანტა – გოლი
ბაიერი – გოლი + პასი
ტოტენჰემი – პასი
სპორტინგი – გოლი
ნიუკასლი – პასი
მონაკო – გოლი
ჩელსი – 2 გოლი + პასი
ჩელსი – გოლი
ლივერპული – გოლი
ლივერპული – პასი
ბაიერნი – 2 გოლი

ხვიჩა ნებისმიერ სცენარში კარგია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველის სათამაშო სქემა უფრო კომფორტულია, ვიდრე ლიგა 1-ში. მისი ძლიერი მხარეები უფრო შესამჩნევია.

ის შესანიშნავად თამაშობს ერთი ერთზე. თამამი, დაჟინებული, კოორდინირებულია და მისი ძლიერი ფეხები და აღნაგობა მეტოქეებს ბურთთან მისვლას ურთულებს.

დრიბლინგის შემდეგ, ის მარჯვენა ფეხით ძლიერ და ზუსტ დარტყმას ახორციელებს, როგორც წესი, შორეულ კუთხეში. ულამაზესი კოლექცია: „სპორტინგის“, „ჩელსის“, „ბაიერნის“ წინააღმდეგ. მას ასევე შეუძლია გოლის გატანა მარცხენა ფეხით. გავიხსენოთ „ასტონ ვილასთან“ გოლი: დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ „პარკ დე პრენსზე“ მაყურებლებმა ბურთის მოძრაობაც კი ვერ შენიშნეს. ის წამის მეასედში მოხვდა კარში.

სხვა სტილში: გოლი „ლივერპულის“ კარში, როდესაც ხვიჩამ მშვიდად მოიშორა მამარდაშვილი და ბურთი კარში შეაგორა, თითქოს ეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი კი არა, საქართველოს ნაკრების ვარჯიში ყოფილიყო.

მსგავსი რამ ადრეც მომხდარა: „მონაკოს“ წინააღმდეგ ხვიჩამ ერთი ფინტით მცველი და მეკარე მოიშორა და მერე დაარტყა.

ხვიჩა ისე თამაშობს, თითქოს წარსულის ლეგენდარული ფეხბურთელების მითი ცოცხლდება. 20 წელიწადში მასზეც შეიქმნება ლეგენდები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, მებრძოლი, შრომისმოყვარე. ის პრესინგზეც ბევრს მუშაობს, უკანაც. ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ მე-80 წუთზე, 4:0-ზე, ბურთის ჩაჭრა არ ყოფილა ერთჯერადი შემთხვევა.

და მისი ხასიათი: ხვიჩა სხვების მიმართ მომთხოვნია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „ჩელსის“ წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. იშვიათობა: პსჟ-ში ყოფნის დროს ხვიჩა მხოლოდ ორჯერ დარჩა ძირითადს მიღმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩისთვის. პირველი შემთხვევა „ბრესტთან“ იყო 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში. ეს იყო ხვიჩას პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთვის, მისი ტრანსფერიდან ერთ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ.

„ჩელსის“ წინააღმდეგ ხვიჩა მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა და 2:2 მატჩი 5:2-ად აქცია, ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს იყო ქართველის პირველი და დღემდე ერთადერთი სამგოლიანი თამაში პსჟ-სთვის.
მისი რეაქცია გაცილებით მნიშვნელოვანი იყო: მან 30 წუთი მიიღო და მაქსიმალურად გამოიყენა ეს შესაძლებლობა, გაანადგურა გაჭირვებული „ჩელსი“.

უკვე ნათელია: ხვიჩა პსჟ-ს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
მან გუნდი მყისიერად გააძლიერა. არა მარტ ომას მოჰქონდა სარგებელი, არამედ ბარკოლა და დუე გამოაფხიზლა და ინტენსიური კონკურენცია გამოიწვია.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ახალ სეზონში კვარა წარმოუდგენელ ეფექტიანობას გვთავაზობს, თითქმის ყველა მატჩში იტანს და თან მნიშვნელოვან გოლებს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს სეზონი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე შეძლებს ხვიჩასთან კონკურენციას გუნდის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის. ის ფანტასტიკურია.

მსგავსი ამბები