ხვიჩას ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა: საგოლე პასი, მაღალი შეფასება და გამარჯვება

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში „ტულუზას“ უმასპინძლა და მოუგო – 3:1.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 68-ე წუთზე შეცვალეს, საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში და მაღალი შეფასებაც მიიღო, რადგან ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

ხვიჩა აქტიურობდა, ფლანგებს იცვლიდა, მუდმივად წნეხში ჰყავდა მეტოქე, პასებს იძლეოდა, დაცვას ეხმარებოდა და მეტი რაღა უნდა ქნას ფეხბურთელმა მოედანზე. ერთადერთი დემბელემ გაიტანა საუცხოო გოლი, მეორე კვარას დამსახურებით და მას დაუწერეს უმაღლესი შეფასებები.
კვარას სტატისტიკა: 11-დან 11 დუელი მოიგო მიწაზე და 2-დან 2 – ჰაერში, ჰქონდა 3-დან 3 წარმატებული დრიბლინგი.

34-ე წუთზე ხვიჩა ყველაზე მაღლა ახტა, თავით დაარტყა და კარისკენ გაუშვა, იქ კი დემბელე აღმოჩნდა მარტო, დაუცველ ჯართან და ბურთი ბადეში გადაგზავნა.

შეფასებები: Flashscore – 9.0; Sofascore – 8.0; Whoscored – 8.4.

კვარაცხელიამ ლიგა 1-ში მე-4 საგოლე გადაცემა შეასრულა, მის ანგარიშზე ჩემპიონატში ასევე 4 გოლია, ყველა ტურნირზე 38 მატჩში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

პსჟ – ტულუზა 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (23), 1:1 ნიკოლაისენი (27), 2:1 დემბელე (33), 3:1 რამუში (90+2)

პსჟ 63 ქულით ლიდერია და მომდევნო ორ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ჩაატარებს, 8 აპრილს შინ და 14 აპრილს „ენფილდზე“.

მსგავსი ამბები