ხვიჩას ხელფასი საფრანგეთში მეექვსეა: ყველაზე მეტს დემბელე იღებს – 15-დან 14 პსჟ-ს ფეხბურთელია

პსჟ-ს 14 ფეხბურთელი ლიგა 1-ის 15 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელში მოხვდა.

L’Équipe-მა საფრანგეთის ჩემპიონატის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
ხელფასები გადასახადების გარეშეა მოცემული.

15 ყველაზე მაღალი ყოველთვიური ხელფასი:

1. უსმან დემბელე (პსჟ) – 1.5 მილიონი ევრო
2. მარკინიოსი (პსჟ) – 1.12 მილიონი ევრო
3-4. აშრაფ ჰაკიმი, ლუკას ერნანდესი (პსჟ) – 1.1 მილიონი ევრო
5. უორენ ზაირ-ემერი (პსჟ) – 950 000 ევრო
6-8. ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია, ჟოაო ნევეში (პსჟ) – 900 000 ევრო
9-11. ნუნო მენდესი, ვილიან პაჩო, ფაბიან რუისი (პსჟ) – 800 000 ევრო
12. ბრედლი ბარკოლა (პსჟ) – 550 000 ევრო
13-15. დეზირე დუაი, ლუკას შევალიე (პსჟ), პიერ-ემილ ჰოიბერგი (მარსელი) – 500 000 ევრო

მწვრთნელებს შორის პირველი რა თქმა უნდა ასევე პსჟ-ს წარმომადგენელია. ლუის ენრიკეს ხელფასი თვეში 1 მილიონი ევროა.

მსგავსი ამბები