ხვიჩას ციფრები ლიგაზე: 13 გოლი და 10-დან 8-ს – რას უპირებს ლუის ენრიკე კვარას ბაიერნამდე

პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკური მონაცემები დაითვალა და გამოაქვეყნა:

„კვარაცხელიას ციფრები თავისთავად მეტყველებს მის სარგებლიანობაზე. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მან უკვე 13 გოლი გაიტანა და 10 გუნდიდან რვას გაუტანა ან საგოლე პასი გააკეთა“, – უწერია პსჟ-ს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება. პირველი მატჩი 28 აპრილს პარიზშია, ხოლო 5 მაისს მიუნხენში ითამაშებენ.

პარიზელთა მთავარი მწვრთნელი კი დილემის წინაშეა, რა უყოს ქართველ ვარსკვლავს (არა მარტო მას), ცოტა დაასვენოს თუ ათამაშოს? „ბაიერნამდე“ კიდევ სამი მატჩია, ორი შინ და ერთი სტუმრად. კვირა საღამოს პსჟ „ლიონს” უმასპინძლებს.

ლუის ენრიკეს საფიქრალი დაუგროვდა. მაგალითად, დაასვენოს თუ არა შედარებით დატვირთული ფეხბურთელები თუ პირიქით ფორმიდან არ ამოაგდოს ვინც კარგად თამაშობს, თუნდაც იგივე კვარა; მეტი შანსი მიცეს სათადარიგოებს, რომლებიც სეზონის ბოლოს იქნებ დასჭირდეს; რა უყოს ახალმომჯობინებულებს, აცადოს კიდევ თუ პრაქტიკა მისცეს; ხვიჩა ერთ ფლანგზე დააყენოს თუ ისევ აქეთ-იქით არბენინოს…

უშუალოდ „ლიონთან“ საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებას რაც შეეხება, სავარაუდოდ ლუის ენრიკე აქ ექსპერიმენტებს არ მიმართავს და მაინც ძრითადი შემადგენლობით ითამაშებს.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა “ლიონთან”: შევალიე – ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი – ბერალდო, დრო, ლი – ბარკოლა, რამოში, კვარაცხელია.

მსგავსი ამბები