ლოჩოშვილი ყველაზე მებრძოლი მცველია და მალე დაიტაცებენ

ლუკა ლოჩოშვილს მშვენიერი სეზონი ჰქონდა მეორე ბუნდესლიგაში, სადაც „ნიურნბერგის“ ძირითადის უცვლელი წევრი და ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი გახდა. არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მცველით ინგლისიდან დაინტერესდნენ. ჩვენიანის ახალ გუნდში შესაძლო გადასვლას არც გერმანული პრესა გამორიცხავს და არ კლუბის მესვეურები.

br.de წერს, რომ მცველების ლუკა ლოჩოშვილისა და გუნდის კაპიტნის ფაბიო გრუბერის მომავალი გაურკვეველია. გრუბერის მიმართ ბუნდესლიგის კლუბები იჩენენ ინტერესს. ლოჩოშვილი კი მეორე ბუნდესლიგის ყველაზე მებრძოლი ცენტრალური მცველია და მის გარშემო სატრანსფერო ამბები მალე აგორდებაო.

გუნდის მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კლოზეც იგივე ამბობს, რომ რამდენიმე ფეხბურთელზე შეთავაზებას მიიღებენ და ყველას შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ.

ლოჩოშვილი „ნიურნბერგში“ წინა ზაფხულს „კრემონეზედან“ მივიდა. ამ სეზონში32 მატჩი ითამაშა და 4 გოლიც გაიტანა.

მსგავსი ამბები