ლოჩოშვილი საუკეთესო მოთამაშე გახდა: ნიურნბერგმა ჩემპიონს მოუგო

ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ მეორე ბუნდესლიგის ბოლოსწინა, 33-ე ტურში ბუნდესლიგაში უკვე დაბრუნებულ და მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონ „შალკეს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად მოუგო – 3:0.

ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, შესანიშნავად ითამაშა, ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

შეფასებები: whoscored – 8.4, Flashscore – 8.3, Sofascore – 7.4.

ნიურნბერგი – შალკე 3:0
გოლები: 1:0 შალენბერგი (20, საკ. კარში), 2:0 კუდოსუ (45+1), 3:0 ზომა (73)

„ნიურნბერგი“ 45 ქულით მე-8 ადგილზეა და 17 მაისს, ბოლო ტურში სტუმრად „ჰანოვერს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები