Football League World-მა გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის საუკეთესო ნახევარმცველებს შორის დაასახელა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრების 26 წლის შუახაზელმა მიმდინარე სეზონში 27 უგოლო მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. და მაინც, Football League World-მა ინგლისის რანგით მეორე ლიგის 10 საუკეთესო ნახევარმცველს შორის ჩაკვეტაძეს მე-9 ადგილი არგუნა.
“თუ მხოლოდ ტალანტს მივიღებთ მხედველობაში, გიორგი ჩაკვეტაძე ალბათ ყველაზე ნიჭიერია ამ ჩამონათვალში. მას აქვს გამორჩეული ტექნიკური მონაცემები და ამ სიაში დრიბლინგს საუკეთესოდ სწორედ ის ფლობს. ბოლო წლებში მას ბევრი წაართვეს ტრავმებმა, თუმცა, როცა ის კარგ ფორმაშია, მეტოქის ჩამოციკლება მისთვის იოლი საქმეა.
ბურთის გამორჩეული ფლობა და სიმსუბუქე ქართველ ფეხბურთელს აძლევს საშუალებას, შეზღუდული სივრციდან სწრაფად ამოიტანოს ბურთი. ასევე, დაცვიდან შეტევაში ბურთი უსწრაფესად გადაიტანოს.
კონკრეტულად სათამაშო ოსტატობას თუ მივიღებთ მხედველობაში, მას ძალიან ცოტა ვინმე თუ უწევს კონკურენციას. როცა ის არის ოპტიმალურ ფორმაში, მისი შეჩერება ურთულესი საქმეა.
გოლებისა და საგოლე პასების მხრივ “უოტფორდში” მისი შედეგიანობა უკეთესის სურვილს ტოვებს, ასევეა სტაბილურობასთან დაკავშირებითაც. ოსტატობის თვალსაზრისით კი ჩაკვეტაძე ერთ-ერთი გამორჩეულია ლიგაში”, – წერს Football League World.
lelo.ge
