მიქაუტაძემ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა: ვილიარეალმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და წააგო

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგის 36-ე ტურში „სევილიას” უმასპინძლა და წააგო – 2:3. არადა ქართველის წყალობით მასპინძლები ორი ბურთით იგებდენ.

ქართველი თავდამსხმელი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე გაიყვანეს.

მე-13 წუთზე ანგარიში სწორედ მიქაუტაძის საგოლე გადაცემის შემდეგ გახსნა. შვიდ წუთში კი თავადაც გაიტანა: მეკარის საჯარიმოში ჩასაფრებული ბურთს სწორ ადგილზე დახვდა და ახლოდან შეაგდო.

შეფასებები: Flashscore – 7.7; Sofascore – 7.3; Whoscored – 7.6.

მიქაუტაძემ ჩემპიონატის 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა.
ყველა ტურნირზე კი 43 მატჩში 15 გოლი და 6 საგოლე პასი.

ვილიარეალი – სევილია 2:3
გოლები: 1:0 მორენო (13), 2:0 მიქაუტაძე (20), 2:1 ოსო (36), 2:2 სალასი (45+2), 2:3 ადამსი (73)

„ვილიარეალი“ 69 ქულით მე-3 ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში სტუმრად„რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები