ცნობილმა ესპანურმა გამოცემა “მარკამ” (Marca) წერილი მიუძღვნა გიორგი მიქაუტაძეს. საქართველოს ნაკრებისა და “ვილიარეალის” ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია. მან ლა ლიგის ბოლო სამ მატჩში გაიტანა და იმედია, ასეც გააგრძელებს.
“გიორგი მიქაუტაძე “ვილიარეალში” მივიდა ვარსკვლავის სტატუსითა და მძიმე ტვირთით. ხუმრობა საქმე ხომ არაა – მისი ტრანსფერი ყველაზე ძვირად ღირებული იყო კლუბის ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ მის ადაპტაციას რამდენიმე თვე დასჭირდა და მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში აჩვენებდა ოპტიმალურ თამაშს. საბოლოოდ, ქართველმა წარმოაჩინა თავი ისეთ ბრწყინვალე ფეხბურთელად, როგორიც რეალურად არის.
სწორედ მიქაუტაძემ მოუტანა “ვილიარეალს” ძვირფასი 3 ქულა “ლევანტესთან” მატჩში, რომელიც, შესაძლოა, უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მისი გუნდისთვის. ეს შეიძლება დაეხმაროს “ყვითელ წყალქვეშა ნავს” იმ მიზნის მიღწევაში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება ჰქვია.
2026 წელს მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა. ეს მას ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად აქცევს. მიმდინარე სეზონში მან სულ 8 გოლი და ეს ქართველ ფეხბურთელს გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირად აქცევს. ის 2026 წელს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამაგვირგვინებელი ფორვარდია”, – წერს ესპანური გამოცემა.
lelo.ge
