პასის პასი ფულია: პარიზში ახალი ბონუსი შემოიღეს – ხვიჩამ თავის გოლამდე თურმე ასისტიც გააკეთა

ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს კიდევ მეტი თანხის გამომუშავების საშუალება ექნებათ. პსჟ-ში ბონუსების ახალი სისტემა შემოიღეს. ის ფეხბურთელები, რომლებიც საგოლე პასის წინა პასს გააკეთებენ, დაფასდებიან და ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.

ამის შემოღება იმის გამო გახდა საჭირო, რომ ფეხბურთელებმა უკეთ გაითავისონ მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს ტაქტიკური მეთოდები, ბიჭები შეტევის ლოგიკას უნდა ჩაწვდნენ.

ახსნილია ერთი ეპიზოდი. სიტუაცია, როდესაც ერთი ფეხბურთელი თან გოლს იტანს და თან თავადვე ასრულებს საგოლე პასის წინა პასს. მოყვანილია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი „ლივერპულთან“. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა გრძელი კომბინაციის შემდეგ (მონაწილეობდა ჟოაო ნევეში), და ისე გამოვიდა, რომ ჩვენიანი საკუთარი გოლისას საგოლე პასის წინა პასის ავტორი გახდა.

მსგავსი ამბები