ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე: მისმა პსჟ-მ მისი დამსახურებით „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ქართველი გახდა კიდეც საუკეთესო მოთამაშე.
რა რეკორდზეა საუბარი?
რა და, კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი პსჟ-ის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი.
Opta Sports-ის მონაცემებით, ყველა გუნდიდან ბოლოს ასეთი შედეგი 2021/2022-ის სეზონში კარიმ ბენზემას ჰქონდა.
გარდა ამისა, ხვიჩას არ დავუკარგოთ ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 13 გოლში (9 გოლი, 4 პასი).
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას ანგარიშზე 12 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე პასია.
