გიორგი მამარდაშვილმა „ევერტონთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ჭრილობა გაუკერეს. არნე სლოტის კომენტარი იყო, რომ დაზიანება სერიოზული არ ჩანდა, ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მეკარე სამ კვირაში დაბრუნდებოდა. ახლა კი თავად მამარდაშვილმა დაწერა სოცქსელში:
მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის.
დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის.
მალე დავბრუნდები.
დიდი გამარჯვება დერბიში და 3 ქულა.
იმედი ვიქონიოთ, მამარდას სამი კვირა უქმობა არ მოუწევს და უახლოეს მატჩებში ისევ „ლივერპულის“ კარში ვიხილავთ.
