რა გველოდება უქმეებზე: ხვიჩა უკვე დღეს იწყებს – ლეგიონერები

სანაკრებო თამაშები მორჩა და კლუბები სეზონის დასკვნით მაწილს უბრუნდებიან. ცხადია, ჩვენ ჩვენი ლეგიონერების ამბები გვაინტერესებს.

ხვიჩა კვარაცხელია უკვე დღესვე ითამაშებს: თბილისის დროით 22:45 საათზე საფრანგეთის ჩემპიონატის 38-ე ტურში პსჟ “ტულუზას” უმასპინძლებს. ნაადრევი თამაში ცხადია შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩით არის განპირობებული.

კვარას ძირითადში ველით, მით უმეტეს, რომ გუნდს ერთი შემტევი გამოაკლდა, ბარკოლა ტრავმირებულია, ასევე არ იქნებიან მაიულუ და ნჯანტუ.

გარდა ამისა, ხვიჩას მაინც უფრო მეტი დასვენება მოუწია, ვიდრე მის თანაკლუბელებს სხვადასხვა ნაკრებში.

საფრანგეთშივე კვირას ითამაშებს სამი გიორგის წყალწაღებული „მეცი“, რომლის მეტოქე „ნანტი“ იქნება (19:15 სთ).

ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის მებრძოლი ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ შაბათს საღამოს (22:00 სთ) თამაშობს სტუმრად „ნანსისთან“.

ხვალ კი ველოდებით მამარდაშვილის თამაშს. შუადღეს, 15:45 საათზე ჩვენი დროით, „ლივერპული“ FA თასის 1/4 ფინალში სტუმრად „სიტის“ ხვდება.

სიტისთან მამარდაშვილი ითამაშებს, პსჟ-სთანაც

მნიშვნელოვანი მატჩი აქვს სერია B-ს მეორეადგილოსან გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“, რომელიც კვირას (19:5) მიიღებს „პადოვა“.

გერმანიაში ჩვენების გუნდები ხვალ თამაშობენ. გასავარდნად განწირული ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად თამაშობს „გლადბახთან“ (17:30 სთ), ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ „აუგსბურგს“ უმასპინძლებს.

იმედია ითამაშებს ნაკრების მეორე მატჩის გამომტოვებელი ოთარ კიტეიშვილი, რომლის „შტურმს“ ძალიან პრინციპული მატჩი უწევს კვირას (19:00 სთ) ერთ ქულაში მყოფ მდევარ „რაპიდთან“.

აი გიორგი მიქაუტაძე კი ორშაბათამდე არ იქნება, რადგან მისი „ვილიარეალი“ ორშაბათს ეთამაშება „ჟირონას“ სტუმრად (23:00 სთ).

მსგავსი ამბები