სად გაუშვებს ბაიერნი თორნიკე კვარაცხელიას: პარტნიორი კლუბი ცნობილია

16 წლის თორნიკე კვარაცხელიამ, “ბაიერნის” 17-წლამდელთა გუნდთან ერთად ივარჯიშა და ტესტ-მატჩში გოლიც გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიას ძმის მიუნხენში ყოფნის ამბავი “ბილდს” “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმაც დაუდასტურა.

სხვათა შორის, გერმანულ მედიაში საინტერესო რამ დაიწერა – “ბაიერნმა” ხვიჩა კვარაცხელიას “გაქცევის” საშუალება მისცა, მაგრამ მისი ძმის “დაპატიმრება” სურსო.

საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს პორტუგალიური გამოცემა A Bola, თითქოსდა, გერმანული გრანდი უმცროს კვარაცხელიას პარტნიორ კლუბში გაუშვებს:

“დაინტერესების მიუხედავად, მიუნხენში უმცროსი კვარაცხელია დაუყოვნებლივ გადასვლას არაევროკავშირელობის გამო ვერ ახერხებს. თორნიკე გერმანიაში ლეგალურად გადასვლას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც 18 წელი შეუსრულდება.

“ბაიერნისთვის” ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს პარტნიორ კლუბში, მაგალითად, “ლოს ანჯელესში” გადასვლა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს “ბაიერნმა” სცადა ხვიჩა კვარაცხელიას აყვანა, რომელიც იმ დროს ასევე 16 წლის იყო, მაგრამ ტრანსფერი სწორედ იმიტომ ჩაიშალა, რომ სრულწლოვანების მიღწევამდე შესაფერისი დროებითი კლუბის პოვნასთან დაკავშირებული სირთულეები შეექმნა”.

“ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, ავსტრიელმა კრისტოფ ფროინდმა თორნიკე კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

“ვადასტურებ, რომ თორნიკე კვარაცხელია ვარჯიშობდა ჩვენთან ერთად და ტესტ-მატჩშიც ითამაშა. მას აქვს ტალანტი, თუმცა ამ მხრივ მისი შედარება უფროს ძმასთან ჯერ ნაადრევია. ხვიჩა მსოფლიო დონის ფეხბურთელია. თორნიკე კვარაცხელიას აქვს პერსპექტივა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში”, – თქვა ფროინდმა.

lelo.ge

მსგავსი ამბები