საქართველომ სლოვენიას მარტივად მოუგო და მერვედფინალში ისევ თურქეთს შეხვდება

საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი სლოვენიას მარტივად მოუგო – 24:7 და მერვედფინალში გავიდა.

ქართველმა წყალბურთელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ოთხივე მეოთხედი მოიგეს – 6:1, 6:4, 6:1, 6:1.

საქართველო:

ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (1), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (2), დუშან ვასიჩი (2), ხვიჩა ჯახაია (6), ბესარიონ ახვლედიანი (4), გიორგი მესხი, იოვან სარიჩი, ლუკა ჩიქოვანი (1), საბა მაჭავარიანი (1), სტეფან პიეშივაცი.

საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ითამაშა: სამარცხდა თურქეთთან (16:17), მოუგო ბრაზილიასა (17:15, პენალტებით) და ახლა სლოვენიას (24:7). ამ შედეგით ჩვენი გუნდი მე-10 ადგილზე აღმოჩნდა.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ისევ თურქეთის ნაკრები იქნება.
ჩვენს წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში კანადა-უკრაინის მოგებულს შეხვდება.

ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი ამბები