„ლივერპულიდან“ მისი ლეგენდის მო სალაჰის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. მართალია, ინგლისურ გრანდს ფეხბურთელები არ აკლია და სკამზეც ძვირადღირებულები უზის, მაგრამ სალაჰის დონის ფიგურის წასვლა პატარა საქმე ვერ იქნება და მას ღირსეული შემცვლელი სჭირდება.
LiverpoolWorld-ს უწერია, რომ სალაჰის შემცვლელად პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაა გამართლებული.
რატომ უნდა გადაიყვანოს „ლივერპულმა“ კვარაცხელია?
გამოცემაში წერია, რომ „ლივერპულს“ აქტიურად უკავშირებენ „ბაიერნის“ მაიკლ ოლისეს, მაგრამ 125 მილიონი ფუნტის გადახდას, სჯობს სხვა ფეხბურთელი მოძებნონ. ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიაა. ადრე მისით მერსისაიდული კლუბი უკვე იყო დაინტერესებული.
მას გააჩნია ყველაფერი, რაც ამ სეზონში აკლია გუნდს: ინდივიდუალიზმი, არაორდინალურობა, ჯადოქრობა და მატჩების მოგების უნარი. თუ სალაჰის შემცვლელი გსურთ, მაშინ ისეთი უნდა დაიმატოთ, რომელიც გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს.
პარალელურად მთელი რიგი ბრიტანული გამოცემები კვარას „არსენალში“ შესაძლო გადასვლაზე წერენ.
P.S. ასევე თითქმის გადაწყვეტილად წერენ, რომ მომდევნო სეზონში “ლივერპულის” მწვრთნელი ჩაბი ალონსო გახდება.
